ჩაბარების ვადა:
15 ივნისი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6957 - ტენდერი ტრანფორმატორების შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, 9-ე ენერგობლოკის 9BT01 (ТДЦ-400000/500) და 9BT02 (ТРДНС-32000/35) ტრანფორმატორების შეკეთებაზე.
შესასყიდი მომსახურების აღწერა:
- შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 15.06.2020, 17:00 სთ.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge ; 568 76 76 59.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს როგორც ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა, ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი - 9-ე ენერგობლოკის 9BT01 (ТДЦ-400000/500) და 9BT02 (ТРДНС-32000/35) ტრანფორმატორების შეკეთება #05/06/ Mtkvary Energy-20
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ვახტანგ ჯაფარიძე.
საკონტაქტო ნომერი: 599 19 42 75
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები