ჩაბარების ვადა:

22 ივნისი 2020, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

T6975 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

დეველოპერული კომპანია, სს ,,საქართველოს უძრავი ქონება’’ (პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://m2.ge/) აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.

სს ,,საქართველოს უძრავი ქონება“ იღებს ვალდებულებას, ფასების ცხრილში მითითებული საკანცელარიო საქონელი შეისყიდოს ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად.

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

სატენდერო პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი კალენდარული წლის ვადით;
  • სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე;
  • მიწოდების ვადა: ყოველთვიური, შემსყიდველის მოთხოვნიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში;
  • მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის N15, -1 სართული;
  • ანგარიშსწორება: უნაღდო, მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში და წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი, მინიმუმ 2 კომპანიის მიერ გაცემული;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო სამი წლის ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად განფასებული ფასების ცხრილი (დანართი N1), თითოეულ პოზიციაზე მითითებული ღირებულებით;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.
  • კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუშები მისამართზე: ალ. ყაზბეგის N15. წარმოდგენლი ნიმუშები უნდა იყოს დანართ N1-ში მოცემული საქონლის მინიმუმ 1 ცალი/შეკვრა/ყუთი.
  • დანართ N1-ში მოცემულია საქონლის წლიური სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა, შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს ყველა საქონელზე კატალოგი ფოტოსურათებით ექსელის ან/და PDF ფორმატით.

ფასების ცხრილში არსებული ჩამონათვალის გარდა, სხვა დასახელების პროდუქციაზე კორპორატიული წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში ფასდაკლების პროცენტული ოდენობა, რომელიც აითვლება საცალო გასაყიდი ფასიდან.

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: sqoqiashvili@gre.ge არაუგვიანეს 2020 წლის 22 ივნისისა.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
სალომე ქოქიაშვილი
მობ: 579 91 22 33

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა