ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6990 - ტენდერი სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“-ს, სს „გრინვეი საქართველო“-ს, სს „ქარფესტი“-ს სს, შპს „მოტორსტარი“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე.

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს ზემოთ აღნიშნული კომპანიების მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. 
  • ზემოთ აღნიშნული კომპანიები სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში: სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე.
  • შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

შესასყიდი პროდუქცია:

  • სასმელი წყალი - 19 ლიტრიანი ტევადობის ბალონით.
  • ერთჯერადი ჭიქები - 100 ცალიანი შეკვრით.

შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს .

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2020 წლის 18 ივნისი
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება - 15 ივნისი 2020 წელი.
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 18 ივნისი 2020 წელი.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 23 ივნისი 2020.
  • ხელშეკრულების გაფორმება - 26 ივნისი 2020 წელი.

ზემოთ აღნიშნული კომპანიები იტოვებენ უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. 

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიებისთვის.

კომპანიები იტოვებენ უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი  მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ  წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები იტოვებენ უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებენ კომპანიები პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 18 ივნისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 0.1 ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ ერთეულის ფასი (19 ლიტრიანი ბალონის ფასი + ჭიქების 100 ცალიანი შეკვრის ფასი);
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ანა ვაშაძე
მობ: 595 60 70 70
ელ. ფოსტა: a.vashadze@aldagi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 41100000 ბუნებრივი წყალი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 ივნისი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 0.10 ‎₾