12 მაისი 2014, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT70 - ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე
შპს "გაბიონი" დაფუძნდა 2007 წლის 4 იანვარს. შპს "გაბიონი" იურიდიული მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიკეას მე-VII (ყოფილი მე-9) ჩიხი №1.
შპს "გაბიონი"-ის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს:
- მოთუთიებული მავთულისაგან წარმოებული გაბიონები ზომით: ×1,0×1,0 მ.; 1,5×1,0×1,0 მ.; 2,0×1,0×1,0 მ.
- რენო ლეიბები 30÷50 სმ სიმაღლის ზედაპირული ფართით 1,0÷10,0 მ2.
- მოთუთიებული და შავი 1,5÷2,7 მმ დიამეტრის ეკლიანი მავთული
- მოთუთიებული და შავი მავთულის ყველა სახის ჩვეულებრივი მავთულბადეები ღობეებისათვის
- შპს "გაბიონი" აწარმოებს ნედლეულის ანუ შავი და მოთუთიებული მავთულის, იმპორტს უკრაინიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან. უკრაინიდან არის იმპორტირებული კერამიკული ფასადის სარეალიზაციო წითელი ფერის აგური (კომპანიას გააჩნია მეწარმე სუბიექტის სტანდარტი მსტ 16523450-001-2011 მოქმედების ვადა: 10.03.2011 წ - 10.03.2016)
შპს "გაბიონი" აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
- სამშენებლო ბაზარზე კომპანიის მიერ წარმოებული სარეალიზაციო ბაზრის შესწავლა და მარკეტინგული დაგეგმვა
- პოტენციურ კლიენტთა მოძიება, პროდუქციის შესყიდვაზე სახელშეკრულებო განაცხადების გაკეთება
- კომპანიის სავაჭრო მრჩევლისათვის ტრენინგი - ბაზრის პროფილის შესწავლისა და მომზადების თაობაზე
- კომპანიის მართვის სისტემისა და განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა
- კომპანიის ინოვაციური განვითარებისა და მომსახურების განსაზღვრა
გთხოვთ, თქვენი წინადადებები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტით მისამართზე: gurami47@gmail.com წარმოდგენილ წინადადებას სასურველია თან დაერთოს ინფორმაცია კომპანიის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ.
წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 12 მაისი, 17 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
შპს "გაბიონი" ს/კ 212735806
ოფისი - ტელ/ფაქსი (0431)23-37-95, მობ: 599 755 817
საკონტაქტო პირი: გურამ გურეშიძე