
6 ივლისი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T7037 - ტენდერი ვებ-გვერდების დამზადებაზე
- გამომცხადებელი: გეფა
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 29 ივნისი 2020 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 ივლისი 2020 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს გეფა აცხადებს ტენდერს 3 ვებ-გვერდის (ჯპს, ფარმადეპო, ბოდიშოპი) დამზადებაზე.
ვებ-გვერდები უნდა მოიცავდეს ელექტრონული კომერციის ფუნქციას (ონლაინ მაღაზია) და უნდა აიგოს ერთ ძრავზე.
ვებ-გვერდებთან დაკავშირებით სრული დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
წარმოსადგენი ინფორმაცია:
- მომსახურების ღირებულება (გთხოვთ წარმოდგენილ შეთავაზებაში დააფიქსიროთ როგორც ბოდიშოპის ვებ-გვერდის დამზადების ცალკეული ღირებულება, აგრეთვე სამივე ვებ-გვერდის დამზადების ჯამური ღირებულება);
- ვებ-გვერდების დამზადების ვადა;
- კომპანიის რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია განხორციელებული ანალოგიური პროექტების შესახებ;
ვებ-გვერდების საბოლოო ვიზუალები დაზუსტდება გამარჯვებულ კომპანიასთან.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ისარგებლოთ საიტზე განთავსებული კითხვა/პასუხის რეჟიმით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 6 ივლისი 18:00 სთ.
- ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ სამივე ვებ-გვერდის დამზადების ჯამური ღირებულება;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
ტენდერში მოცემულია მხოლოდ ბოდიშოპის ვებგვერდის სტრუქტურა და ვიზუალური ფაილები და ელემენტები, ტექნიკური დავალება არ არის მოცეული ან ვერ ვიპოვეთ, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ფაილით ვიხელმძღვანელოთ? ამის გარდა, დოკუმენტებში ვერ ვიპოვეთ ვერსად დანარჩენი ორი ვებსაიტის (ჯიპისი, ფარმადეპო) ტექნიკური დოკუმენტაცია და ფაილები. ასევე, საინტერესოა პროდუქტების ვებგვერდზე ასახვა როგორ მოხდება, საჭიროა თუ არა რაიმე სახის სასაწყობე პროგრამასთან ინტეგრაცია, მიტანის სერვისზეც არაფერია ნათქვამი, რომელი სერვისი გამოიყენება (თუ გამოიყენება საერთოდ). კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი სპეციფიკაცია მოყვებოდა ვებგვერდის არსებულ დავალებას, რაც მხოლოდ ბოდიშოპისაა, ფაილებით თუ ვიმსჯელებთ. მადლობა
ტენდერში მოცემულია უამრავი სტრუქტურის აღმწერი დოკუმენტი, თუ არი შესაძლებელი რომ მიგვითოთოთ სადაა ტექსტური ფაილი ტექნიკური დავალების სახით? მადლობა.
გამარჯობა. მიმდინარე დატვირთულობიდან გამომდინარე, ვერ შევძლებთ პროექტის დაწყებას მიმდინარე წლის სექტემბრის მეორე ნახევრამდე. გვაინტერესებს არის თუ არა მისაღები თქვენთვის ამ პირობის გათვალისწინებით ჩვენი მონაწილეობა ტენდერში და განიხილავთ თუ არა ჩვენს შემოთავაზებას?
მოგესალმებით, სამწუხაროდ სექტემბრამდე ვგეგმავთ რომ დავიწყოთ საიტზე მუშაობა, თუმცა სასურველი იქნება რომ თქვენი შემოთავაზებაც მივიღოთ რომ გვქონდეს ყოველი შემთხვევისთვის. პატივისცემით, გვანცა