
3 ივლისი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T7049 - ტენდერი ორგანზას ტომრების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
- ფასის კლების ბიჯი: 500.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 1 ივლისი 2020 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივლისი 2020 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ორგანზას ტომრების შესყიდვაზე:
დასახელება | დანიშნულება | წლიური რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | ჯამური ფასი (ლარი) |
ორგანზას ტომარა პატარა 20სმ სიგანე X 25სმ სიგრძე |
ლომბარდისთვის | 60’000 ცალი | - | |
ორგანზას ტომარა დიდი 35სმ სიგანე X 55სმ სიგრძე |
ვერცხლის ჩასაწყობად | 5’000 ცალი | - | |
მთლიანი ღირებულება | - |
პატარა ტომარა დიდი ტომარა
დამატებითი მოთხოვნები:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებულად, დამკვეთის მიერ მოთხოვნილ მისამართზე: ქ. თბილისი, ურეკის ქ. #2;
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება 1 წლიანი ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ყოველთვიურად მიაწოდოს ბანკს წლიური შესასყიდი რაოდენობის 1/12. რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე.
- ტენდერი ტარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით. ვაჭრობა გაიმართება შესასყიდი რაოდენობის მთლიან ღირებულებაზე ბიჯის ოდენობა განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი და მოწოდების ვადა;
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.
- პრეტენდენტი ტენდერით გათვალისწინებული საქონელი შემოგვთავაზოს სრულად.
- პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს შესასყიდი საქონლის ნიმუში;
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი, ასევე ვაჭრობის დასრულების შემდეგ აწარმოოს მოლაპარაკება პრეტენდენტებთან მათ შორის ფასზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- თანდართული ფაილი სრულად შევსებული სახით, დასკანერებული PDF ფორმატში;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 3 ივლისი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7810)
მობ.:(+995 595) 03 64 84
ელ-ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
გამარჯობათ,მოცემული ტომრები უნდა იყოს განსხვავებულ ფერებში??? თუ შესაძლებელია ორივე ერთ ფერში?
გამარჯობა, შესაძლებელია ორივე ერთ ფერში. გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გამარკვიოთ, ტენდერის მონაწილეობის პირობებში, (მე-7 პუნქტში დაფიქსირებული) „პრეტენდენტი ტენდერით გათვალისწინებული საქონელი შემოგვთავაზოს სრულად.“, რას გულისხმობს?
მოგესალმებით, იგულისხმება ტენდერით გათვალისწინებული ორი დასახელების საქონლის შემოთავაზება ცხრილში მითითებული წლიური რაოდენობით, რომლის მოწოდება უნდა მოხდეს ყოველთვიურად 1/12-ის ოდენობით. გისურვებთ წარმატებას!