ჩაბარების ვადა:
14 ივლისი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7069 - ტენდერი ქონების დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ქონების დაზღვევა:
დასაზღვევი ქონება | საწყობი |
დასაზღვევი ქონების ჩამონათვალი | იხილეთ დანართი #1-ში |
პოლისის გააქტიურების ვადა | 2020 წლის საქტემბრიდან |
ხელშეკრულების ვადა | 1 წელი |
სადაზღვევო რისკები | კონსტრუქციული ელემენტები შიდა მოპირკეთება, რემონტი მანქანა დანადგარები, საწარმოო მოწყობილობები სასაქონლო მარაგები |
ფრანჩიზა | 0% |
ქოლ ცენტრი | 24/7 |
ქონების ფასები კონფიდენციალურია და გადმოგიგზავნით მხოლოდ დაინტერესებულ კომპანიებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- კომპანიის სრული დასახელება
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე: tenders@orinabiji.ge 2020 წლის 14 ივლისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
- სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ალიბეგაშვილი
მობ: 577 77 97 47
E-mail: Giorgi.alibegashvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო
შენიშვნები:
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის კატეგორია:
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები