20 ივლისი 2020, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT7094 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოებზე.
- გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 28 ივნისი
- ქვეყანა: საქართველო
- შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
- კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები
- დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
- ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი:
- 62.09.60.104 ) სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;
- სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ძველი ცოკოლის მზიდი ბლოკის კედლებით ( 40 სმ * 300 სმ ) და რკინა -ბეტონის კოჭებით ( 40 სმ * 30 სმ ), რომელთაგან ნახევარზე მეტი სავალალო მდგომარეობაშია და რეკომენდირებულია მათი მოხსნა, შემდგომში ახალი მშენებლობის დასაწყებად.
შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს არსებული კონსტრუქციის დემონტაჟს; ტერიტორიის დასუფთავების სამუშაობებს; საძირკველის, მონოლიტური ფილების და კოლონების მოწყობის სამუშაობებს დასრულებული სახით.
სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
- სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
- სამშენებლო სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის 21 ივლისიდან 2020 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით;
- სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
- წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.
პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:
- უნდა გააჩნდეთ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);
- უნდა გააჩნდეთ შესრულებული მინიმუმ 900 000 - დან 1 500 000 - მდე მილიონი ლარის ღირებულების სულ მცირე 2 კონტრაქტი (2017-2020).
პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული სამშენებლო/სარემონტო ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
- განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
- შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
- არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
- ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაადგენს დაბალ ფასს, ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.
პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 25 ივლისამდე.
დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ბმულში: https://bit.ly/3j8VBZA
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 20 ივლისი 13:00 საათამდე;
- მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
- დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები