ჩაბარების ვადა:

27 ივლისი 2020, 20:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7108 - ტენდერი საკეტი/ბოქლომის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 27 ივლისი, 20:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საკეტი/ბოქლომის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
ბოქლომი - ბოქლომი ВС1-П - 3 გასაღები 200
საკეტი - KN114 - 5 გასაღები 100
საკეტი - ELBOR 1.05.03 - 5 გასაღები 100
საკეტი - დამატებითი 93 - 5 გასაღები 20
საკეტი - KN1028 - 5 გასაღები 200

თანადართულ ფაილებში ატვირთულია მოთხოვნილი პროდუქტის რამოდენიმე ფოტოსურათი.

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.

მოწოდება უნდა განხორციელდეს რამოდენიმე ეტაპად 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

პირველი მოწოდების განხორციელების მაქსიმალური ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვე.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები)

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; (მისამართი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10)
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 27 ივლისი, 20:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ივლისი 2020 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა