ჩაბარების ვადა:

13 ივლისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7109 - ტენდერი დაბა შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" ტერიტორიაზე სიმინდის, პოპკორნის, ბამბის ნაყინის, პიშკების და ბურახის რეალიზაციისათვის საჭირო 10 მ2 ფართის და ერთი სავაჭრო ჯიხურის იჯარით გაცემაზე

ტენდერის აღწერილობა:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სერვისი-7"(იურიდიული მისამართი _ ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი) აცხადებს ტენდერს დაბა შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" ტერიტორიაზე სიმინდის, პოპკორნის, ბამბის ნაყინის, პიშკების და ბურახის რეალიზაციისათვის საჭირო 10 მ2 ფართის და ერთი სავაჭრო ჯიხურის იჯარით გაცემაზე.

 ტენდერის პირობები:

  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ა.წ. 15 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე (სეზონური);
  • ხელშეკრულების საერთო ღირებულება 2250 (ორიათასორასორმოცდაათი) ლარი (სეზონზე), დღგ-ს ჩათვლით.
  • ფართი შეიძლება გამოყენებული იქნას, ნაყინის რეალიზაციისათვის.  

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია "მეწარმეთა შესახებ კანონის" შესაბამისად რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, რომლებსაც გააჩნიათ ნაყინის რეალიზაციისათვის შესაბამისი გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ 2020 წლის 9 ივლისიდან 2020 წლის 13 ივლისის 13 საათამდე შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები,შეკვეთილი, შპს “სერვისი-7”;

ტენდერში მონაწილის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას. იურიდიული პირისათვის:

  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობას, რომ საწარმო არ იმყოფება რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში.
  • განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას,.
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ.
  • ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ.

ფიზიკური პირისათვის:

  • განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას,.
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ.
  • ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ.

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადებები. პირველადი სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2020 წლის 14 ივლისს 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები,შეკვეთილი, შპს “სერვისი-7”; პრეტენდენტების მიერ ერთნაირი ფასის შემოთავაზების შემთხვევაში სატენდერო წინადადებები შეფასდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით.

სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

შეფასების კრიტერიუმები პრიერიტეტულობის კოეფიციენტი
ბრენდის ცნობადობა 0.25
საზოგადოებრივი კვების სფეროში მოღვაწეობის ხანგრძლივობა 0.25
მომსახურების ფასები 0.25
ფრენშაიზინგის სისტემის არსებობა 0.10
გამოცდილება (ქსელის სიმრავლე) 0.15
სულ 1.00

  სატენდერო წინადადებები არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტები:

  • დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ ამ განცხადებაში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას,
  • თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება
  • ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადება, შედგენილი ქართულ ენაზე 2 (ორ) ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი, ერთი ასლი) დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 13 ივლისის 17:00 საათამდე მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს “სერვისი-7”;

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შპს “სერვის-7”--ის დირექციაში, ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს “სერვისი -7”:
საკონტაქტო პირი: ნინო ჩხაიძე
მობილური 568411741
ელ. ფოსტა: servisi-7@hotmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი