ჩაბარების ვადა:

23 ივლისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7119 - ტენდერი მის საკუთრებაში არსებულ ქ. რუსთავში შარტავს გამზირის და ლომოურის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის ჰიდროსაიზოლაციო მასალით გადახურვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "რუსთავი მოლი" აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებულ ქ. რუსთავში შარტავს გამზირის და ლომოურის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის  ჰიდროსაიზოლაციო მასალით გადახურვაზე.

გადასახური ფართობი შეადგენს 12 245 მ2-ს;

ჰიდროიზოლაცია უნდა მოეწყოს TPO/FPO თერმოპლასტიური პოლიოლეფინის  ფუძეზე დამზადებული 1,5 მმ სისქის მემბრანით, რომელიც  არმირებულია მინაბოჭკოვანი ფენით. მას უნდა გააჩნდეს:

  • CE (ევროპული შესატყვისობის) სერთიფიკატი EN13956 სტანდარტის შესაბამისად. 
  • ფესვმედეგობა– FLL ტესტ გავლილი EN 13948 შესაბამისად; ცეცხლმედეგობა – Class E, EN ISO 11925-2 და EN 13501-1 შესაბამისად. 
  • ჰიდროსაიზოლაციო მემბრანის შედუღებისას გამოყენებული უნდა იქნეს LEISTER-ის შესადუღებელი აპარატები.
  • XPS ფილების წინაღობა კუმშვაზე 10% დეფორმაციის დროს არანაკლებ 300 kPa (კილოპასკალი), თბოგამტარობა(25±5)°С, W/(m *K), არაუმეტეს 0.03;

პრეტენდენტს 2010 წლიდან წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე,  უნდა ჰქონდეს:

  • 1. არანაკლებ 20 000 კვ.მ. ფართობის დათბუნებული ბრტყელი გადახურვის მოწყობის გამოცდილება, მათ შორის სულ მცირე 1 მსგავსი ტიპის და სირთულის დასრულებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც შესრულდა არანაკლებ 6000 კვ.მ ფართობის დათბუნებული გადახურვის მოწყობა.
  • 2. არანაკლებ  5 000 კვ.მ. სახურავის ჰიდოსაიზოლაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება TPO/FPO (თერმოპლასტიური პოლიოლეფინის) ფუძეზე დამზადებული მემბრანის გამოყენებით;

ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ წარმოადგინეთ მოცემული ცხრილის ნიმუშის შესაბამისად:  

ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ პრეტენდენტის დასახელება: 

პროექტის დასახელება დამკვეთის დასახელება

დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა )

შესრულების პერიოდი პროექტის ღირებულება

პროექტის მოკლე აღწერა, სხვა შენიშვნები 

ტენდერისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მინიმალური აუცილებელი სახეობა და ოდენობა შემდეგია:

  • პოლიმერული მემბრანის შესადუღებელი ავტომატური აპარატი - Leister Varimat ან Leister Uniroof- მინიმუმ 1 ცალი;
  • პოლიმერული მემბრანის შესადუღებელი ხელის აპარატი - Leister Triac AT - მინიმუმ 2 ცალი;

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა - 15 წელი

ტენდერის მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა  უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პროექტის ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა ექსელის ფაილი);
  • გამოსაყენებელი ძირითადი მასალების აღწერილობა, მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, დადასტურებული სერთიფიკატებით.
  • სამშენებლო სამუშაოების გეგმა/გრაფიკი.
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

წინადადების წარდგენამდე, მიმწოდებელს აქვს უფლება დაათვალიეროს სამშენებლო ობიექტი, რაც საჭიროა განხორციელდეს შ.პ.ს. „რუსთავი მოლ“–თან შეთანხმებით.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. შენიშვნა: თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით;
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 2 თვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე)
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: lev.kalmakhelidze@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 23 ივლისი 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი: ლევან კალმახელიძე
მობ: 577121033
ელ. ფოსტა: lev.kalmakhelidze@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები