ჩაბარების ვადა:

17 ივლისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7126 - ტენდერი ფილიალის (ქ. მარნეული, სულხან-საბას ქ. N 2) გათბობა, გაგრილება, ვინტილაცია, სანტექნიკის სამუშაოების შესყიდვაზე ორ ლოტად

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს ფილიალის (ქ. მარნეული, სულხან-საბას ქ. N 2)  გათბობა, გაგრილება, ვინტილაცია, სანტექნიკის სამუშაოების შესყიდვა ორ ლოტად თანდართული ხარჯთაღრიცხვის და საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი (დედანი);
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე.
  • შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის 2016-2019 წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერ დამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს  როგორც დოკუმენტალური, ასევე დისკზე ჩაწერილი ხარჯთაღრიცხვა;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ფორმა N2-ის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღეში. მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტია;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #1) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;
  • პრეტენდენტს  უფლება აქვს მონაწილეობა მხოლოდ მიიღოს ერთ ლოტშიც;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
  • მოსახურების შესყიდვა  მოხდება მხოლოდ ერთ-ერთი ლოტის მიხედვით;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები;
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 17 ივლისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162;
  • სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკის“ ფილილის გათბობა, გაგრილება, ვინტილაცია, სანტექნიკის სამუშაოების შესყიდვა (ქ. მარნეული, სულხან-საბას ქ. N 2); 
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება ასევე გადმოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tendercommittee@lb.ge;
  • 6.5 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00; ტექნიკურ საკითხებზე არქიტექტორი გიორგი ანჯაფარიძე ელ-ფოსტა: Giorgi.Anjaparidze@lb.ge; მობ: 595 78 78 07;

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები