30 ივლისი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7146 - ტენდერი მეორადი (წარმოებისთვის გამოუსადეგარი) საქონლის/ნარჩენების რეალიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს მეორადი (წარმოებისთვის გამოუსადეგარი) საქონლის/ნარჩენების რეალიზაციაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს.
- აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პოტენციური მყიდველი იყოს ნარჩენების შემგროვებელი და/ან გადამამუშავებელი კომპანია და ქონდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული არა სახიფათო ნარჩენების შეგროვება/ტრანსპორტირების და/ან ნარჩენების წინასწარი დამუშავების უფლება/რეგისტრაცია,
- აღნიშნული ნებართვ(ებ)ის წარმოდგენის გარეში კონკურსანტის წინადადება არ განიხილება.
- გასაყიდი საქონლის დასახელებები და შესაბამისი წლიური რაოდენობები მოცემულია მიმაგრებულ ფაილში.
- გასაყიდი საქონელი გატანილ უნდა იქნას მყიდველის მიერ ბორჯომის #1 ჩამომსხმელი (ყვიბისი, ბორჯომი) და ბორჯომის #2 ჩამომსხმელი (ბორჯომი, თორის 39) ქარხნებიდან.
- ანგარიშსწორება მოხდება საავანსო წესით, გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის (შესაძენი საქონლის ღირებულების) სრულად ჩარიცხვის გზით ეტაპობრივად წლის განმავლობაში.
კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:
- რეკვიზიტები;
- შესაძენი საქონლის/ნარჩენების დასახელება;
- შესაბამისი ფასი (ბორჯომიდან ტრანსპორტირების გათვალისწინებით; ფასი უნდა მიეთითოს ლარში და აღინიშნოს დღგ შედის თუ არა);
- შესაძენი საქონლის/ნარჩენების გატანის პერიოდულობა..
კონკურსანტს შეუძლია წინადადება წარმოადგინოს როგორც მხოლოდ ერთი, ასევე მეტი დასახელების საქონლის/ნარჩენების შეძენაზე,
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიას, რომელსაც საუკეთესო ფასთან ერთად შემოთავაზებული ექნება ყველა (ან მეტი) დასახელების საქონლის/ნარჩენების შესყიდვისა და ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნებიდან მისი ყოველდღიური (ან მაღალი სიხშირით) გატანის ვალდებულება.
გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან კონტრაქტი გაფორმდება ერთი წლის ვადით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულ კონკურსანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით, თბილისის დროით 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს კ. მგელაძეს: kmgeladze@ids-borjomi.com
ტენდერის კატეგორია:
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები
- 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი