ჩაბარების ვადა:

30 ივლისი 2020, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T7147 - ტენდერი აგგსს დიღომის სადგურის სამრეცხაოს და მარკეტის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე შემსრულებლის მასალით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“-ს აგგსს დიღომის სადგურის სამრეცხაოს და მარკეტის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • 1. ტიხრების გეგმა;
  • 2. განათების გეგმა;
  • 3. თაბაშირ-მუყაოს ჭერის გეგმა;
  • 4. ელ. გაყვანილობის გეგმა;
  • 5. სველი წერტილების გეგმა;
  • 6. ფასდის გეგმა და ფასადის რენდერი;
  • 7. ფოტო მონტაჟი N1 და N2 ;
  • 8. მარკეტის რენდერი;
  • 9. სველი წერტილის რენდერი N1;
  • 10. სველი წერტილის რენდერი N2;
  • 11. სარემონტო მასალებისა და სამუშაოების ჩამონათვალი.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების  ვადების შესახებ; 
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (თუ შესაძლებელია ვიზუალური მასალაც წარმოადგინეთ);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივლისს 12:00 საათამდე.
  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება: #14/07/2020-NEO-CONSTRUCTION

საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
ტელ: 591 93 10 10
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ბექა ბექაური
საკონტაქტო ნომერი: 595 25 92 52

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები