ჩაბარების ვადა:

5 აგვისტო 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7193 - ტენდერი მის საკუთრებაში არსებულ ქ. რუსთავში შარტავს გამზირის და ლომოურის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, მშენებარე სავაჭრო ცენტრის წყალსადენ კანალიზაციის, ხანძარქრობის და წყლის მოცილების სისტემის სამონტაჟო სამუშოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "რუსთავი მოლი" აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებულ ქ. რუსთავში შარტავს გამზირის და ლომოურის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, მშენებარე სავაჭრო ცენტრის წყალსადენ კანალიზაციის, ხანძარქრობის და წყლის მოცილების სისტემის სამონტაჟო სამუშოებზე.

თანდართულ ფაილებში იხილეთ:

  • დანართი #1 პროექტი;
  • დანართი #2 სპეციფიკაცია;
  • დანართი #3 სპეციფიკაცია;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დანართი #1-ის, დანართი #2-ის  და დანართი #3-ის გათვალისწინებით  (ყოველგვარი ცვლილების გარეშე) გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი შემოთავაზება.
  • შემოთავაზების დეტალური აღწერა: მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია.
  • გამოყენებული მასალის, მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები)
  • პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
  • ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.

ტენდერის მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • მოსაწოდებელი პროდუქტის და მისი მონტაჟის ღირებულება წარმოდგენილ უნდა იქნას ექსელის ფაილში;
  • გამოსაყენებელი ძირითადი მასალების აღწერილობა, მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, დადასტურებული სერთიფიკატებით.
  • მოწოდების და მონტაჟის სამუშაოების გეგმა/გრაფიკი.
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების (ანალოგიური მოცულობის შენობის დასრულების სამუშაოები და/ან სამშენებლო სამუშაოები) შესახებ (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ადგილი).;
  • შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • დამადასტურებელი ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკული და თეორიული საქმიანობის შესახებ;
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

წინადადების წარდგენამდე, მიმწოდებელს აქვს უფლება დაათვალიეროს სამშენებლო ობიექტი, რაც საჭიროა განხორციელდეს შ.პ.ს. „რუსთავი მოლ“–თან შეთანხმებით.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით;
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 2 თვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: lev.kalmakhelidze@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 5 აგვისტო 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი: ლევან კალმახელიძე
მობ: 577121033
ელ. ფოსტა: lev.kalmakhelidze@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები