ჩაბარების ვადა:
        
    15 სექტემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT723 - ტენდერი iPad Air 2-ის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 სექტემბერი 2015 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს “საქართველოსბანკი” აცხადებს ტენდერს iPad Air 2 შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება:
| N | Product | |
| 1 | 100 ცალი iPad Air 2 | Apple iPad Air 2 WI-FI 16GB WiFi | 
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდაშეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
 - მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDFან Word–ის ფორმატში: 
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
 - შემოთავაზებული iPad Air 2 - უნდა იყოს ახალი, ქარხნული შეფუთვით და ქარხნული გარანტიით
 - გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს MAF-მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა
 - საგარანტიო მომსახურების პირობების ზუსტი ჩამონათვალი
 - მწარმოებლის ქარხნული 1წლიანი გარანტია;
 - მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი).
 - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულის ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაშიპუნქტებისმიხედვით ლარებში,
 - გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 7 სექტემბრიდან- 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
 - თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების შესაბამისად;
 - კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვებიშემსყიდველს”.
 - განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათითადრე.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 სექტემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის iPad Air 2-ის შესყიდვაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20443&lang=geo