ჩაბარების ვადა:

27 ივლისი 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7247 - ტენდერსი სადეზინფექციო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/კ 21632351), შპს „მცხეთის წყალი“ (MWC, ს/კ 236052515 და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313)  (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს სადეზინფექციო სამუშაოების შესყიდვაზე.

განსკათრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს დანართი N1-ით განსაზღვრულ ოფისებსა და ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. კერძოდ, მიკრობების, ვირუსების, წითელას და სხვა ვირუსების - მათ შორის Covid 19-ის საწინააღმდეგო სადეზინფექციო ღონისძიებიბის ჩატარება. 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • სადეზინფექციო სამუშაოების შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად.

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს/ან მეტობით აითვისოს  ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული მოცულობები (იგულისხმება როგორც ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების ფართობი (კვ.მ) ასევე მომსახურების ჯერადობა). 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მისამართები განსაზღვრულია დანართი N1-ში.

შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას სერვისის მიწოდება მოითხოვოს დანართი N1-ით განსაზღვრული მისამართებიდან განსხვავებულ ლოკაციაზე

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან    30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების(პუნქტი 1.1) გათვალისწინებით;
  • შენიშვნა: ფასები მოცემული უნდა იყოს 1 მ² და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს და სხვა ხარჯებს;
  • კომპანიის ხარისხის მართვის სისტემის სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებების/პრეპარატების სერტიფიკატ(ებ)ი  და ანოტაცია.  შენიშვნა: სადეზინფექციო საშუალების/პრეპარატის  გამოყენება არ უდნა იყოს აკძალული კვების ობიექტებში, ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს  შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ხელშეკრულებები და ამავე ხელეკრულებების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემული დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 27 ივლისი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 ივლისი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა