ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7291 - ტენდერი შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის'' საწარმოო ტერიტორიიდან სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების გატანა, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსების მომსახურების შესყიდვაზე

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ – (ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი) აცხადებს ტენდერს შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის'' საწარმოო ტერიტორიიდან სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების გატანა, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსების მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურების ტექნიკური დეტალები გთხოვთ იხილოთ დანართში.

საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • 1. კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
  • 2. სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი (ქართული კომპანიებისთვის);
  • 3. ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების განხორციელების შესახებ; 
  • 4. ფასთა ცხრილი, საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის დღგ.
  • 5. ანგარიშსწორების პირობები.

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 7 აგვისტო.

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და შესაბამისად არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ სრულ ინფორმაციას.

პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ PDF ფორმატში ელექტრონული სახით მეილზე: e.kiria@gm.ge მეილის subject-ში გთხოვთ მიუთითოთ: „ჯმ-ის საწარმოო ტერიტორიიდან სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების გატანა, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება“.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@gm.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები