ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7321 - ტენდერი ბორჯომის მინერალური წყლის #38 და #41 ჭაბურღილების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომის მინერალური წყლის #38 და #41 ჭაბურღილების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს. 

მიმაგრებულ ფაილებში მოცემულია აღნიშნული სამუშაოების შესაბამისი დეტალური პროექტები და მოცულობების ცხრილები შესავსებად/განსაფასებლად.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2020 წლის 17 აგვისტოს 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამუშაოების ფასი (ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ლარში); მიმაგრებულ ფაილებში მოცემული შევსებული ფაილები/ცხრილები;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ განხორციელებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების  ვადა;
  • ანგარიშსწორების პირობები.

დამატებითი ტექნიკური განმარტების მისაღებად  კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს:
ვატო შარაშენიძე
ელ. ფოსტა: vsharashenidze@ids-borjomi.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები