
21 აგვისტო 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T7331 - ტენდერი სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს ევექსის კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 აგვისტო 2020 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 აგვისტო 2020 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ევექსის კლინიკები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: სამედიცინო აპარატურის შესყიდვა - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს „ევექსის კლინიკები“ ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 03 აგივსტო 2020 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 21 აგვისტო 2019 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 28 აგვისტო 2020 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 07 სექტემბერი 2020 წ.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შევსებული ექსელის ფორმაში და ასევე ხელმოწერილი ‘’შესასყიდ პოზიციებზე დაწვრილებითი ინფორმაცია’’ მოცემული და დადგენილი დანართი #1.1-ს სახით
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 21 აგვისტო, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
დოკუმენტაცია
გთხოვთ განმიმართოთ, ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება -ის ქვეპუნქტ 3.1.-ში წითლად მონიშნულ ველში რა უნდა ჩაიწეროს?
გთხოვთ განმიმარტოთ სავალდებულოა თუ არა პრეტენდენტის მხრიდან შეივსოს, ხელი მოეწეროს და აიტვირთოს შემდეგი დოკუმენტები, რომლებიც სავარაუდოდ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში არის აქტუალური: 1. ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება 2. სტანდარტული ხელშეკრულება
გამარჯობა, 1. ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება-ხელმოწერილი უნდა აიტვირთოს აუცილბლად რეც შეეხება ხელშეკრულბას გაეცანით დრაფტს წარმოდგენა რომ გქონდეთ ზოგადად ამ დრაფტით გავაფორმებთ ხელშეკრულებას გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელმოწერა არ არის საჭირო ამ ეტაპზე
შესაძლებელია თუ არა ფასის წარმოდგენა უცხოურ ვალუტაში?
დიახ, შესაძლებლია
შესაძლებელია თუ არა ფასის წარმოდგენა უცხოურ ვალუტაში?
თუ მოთხოვნილია პლაზმისა და ერითროციტების ერთდროული შენახვა გამოდის, რომ მაცივარი საყინულით გესაჭიროებათ?
გთხოვთ დამიზუსტოთ: 1. დასაშვებია თუ არა შეთავაზების გაკეთეა მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე პოზიციაზე? 2. მაცივარები სისხლის ბანკისთვის რა მოცულობის, ანუ რამდენ ლიტრიანი უნდა იყოს?
სალამი, 1. დიახ დასაშვებია 2. 100 ლიტრიანი უნდა იყოს მინიმუმ, განკუთვნილი უნდა იყოს როგორც ერითრიციტების მასის შესანახად, ასევე პლაზმისთვის.
მოგესალმებით, გთხოვთ დამიზუსტოთ სისხლის საერთო ანალიზატორი რამდენ დიფერენცირებადი არის მოთხოვნილი
სალამი, 3 დიფერენცირებადი მისაღებია
გამარჯობა, გთხოვთ დამიზუსტოთ ორივე პოზიციაზე რა ზომის უნდა იყოს პანელის სიგრძე
მოგესალმებით, პანელების სიგრძე უნდა იყოს სტანდარტული