ჩაბარების ვადა:

11 აგვისტო 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7341 - ტენდერი სამედიცინო აირების პანელების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სს ევექსის კლინიკები
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 7 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 11 აგვისტო 2020 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსის კლინიკები („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში - სამედიცინო აირების პანელების შესყიდვა - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს „ევექსის კლინიკები“ ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს.

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 11 აგვისტოს 15:00 საათისა.    
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.   
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.   
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 4 აგვისტო 2020 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 11 აგვისტო 2020 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 17 აგვისტო 2020 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 20 აგვისტო 2020 წ.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
  • შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ერთზე მეტი გამარჯვებული, ასევე შემსყიდველს შეუძლია თითეულ გამარჯვებულთან/მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება როგრც სრულ, ასევე ნაწილობრივ ჩამონავალზე.
  • მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზება გააკეთოს როგორც სრულ ჩამონათვალზე, ან ნაწილობრივ ჩამონათვალზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 11 აგვისტო, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დოკუმენტაცია

RFP სამედიცინო აირების პანელის შესყიდვის ტენდერი RFP სამედიცინო აირების პანელის შესყიდვის ტენდერი
დანართი #1 - სპეციფიკაცია დანართი #1 - სპეციფიკაცია
დანართი # 1 1 შესასყიდ პოზიციებზე დაწვრილებითი ინფორმაცია დანართი # 1 1 შესასყიდ პოზიციებზე დაწვრილებითი ინფორმაცია
დანართი #2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი #2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი #3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი #3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი #4 - აფიდატივი დანართი #4 - აფიდატივი
დანართი #5 - სტანდარტული ხელშეკრულება დანართი #5 - სტანდარტული ხელშეკრულება
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით გთხოვთ დამიზუსტოდ სამედიცინო აირების პანელის სიგრძე(BED HEAD UNIT და BED HEAD UNIT ICU) 1.2 მეტრი მისაღებია? მადლობა

სს ევექსის კლინიკები
სს ევექსის კლინიკები

სალამი, პანელის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 1,8მ. BED HEAD UNIT - მინიმუმ 2 დენის წყაროთი და 1 ჟანგბადის წერტილით; BED HEAD UNIT ICU - მინიმუმ 2 ჟანგბადის წერტილით, 2 დაჭირხნული ჰაერის წერტილით და 6 დენის წყაროთი.