2 სექტემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7441 - საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეძენა მუნიციპალიტეტებისთვის
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1- ის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 02.09.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ფირმის სრული სახელწოდება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი);
- ტენდერის დასახელება: "საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეძენა მუნიციპალიტეტებისთვის“
- წარწერა “კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერები: 15.2192.1-014.00 და ნომერი: 91141825
გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:
- შეკვეთის შესრულების ვადები
- შემოთავაზების მოქმედების ვადა
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 08.09.2020-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
სხვა პირობები:
- საქონლის მიწოდების სასურველი ვადა: 1 კვირა
- ანაზღაურება: საქონლისა და ორიგინალი ინვოისის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები