ჩაბარების ვადა:
7 სექტემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7465 - ტენდერი All-in -one POS ტერმინალის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს All-in -one POS ტერმინალის შესყიდვაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
სპეციფიკაცია:
- მრავალწერტილოვანი სენსორული ეკრანი;
- ბარათის წამკითხველი ;
- მონიტორის ზომა : 15“
- ეკრანის რეზოლუცია: 1024 x 768 პიქსელი
- პროცესორი : Intel(R) Celeron N3160 @1.60 GHz ;
- ოპერატიული მეხსიერება: 4GB ;
- შემნახველი წყარო: SSD 128GB ;
- USB Ports : 4x/6x;
- RS232 (COM) Ports: 2x;
- Lan Port: 1x Gigabyte;
- ოპერაციული სისტემა: Windows 10 Pro;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის ბრენდის, მოდელის, გამომშვები ქვეყნის, ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ თავისი ვიზუალური მასალით (პროდუქციის ფოტომასალა);
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია მსგავსი პროექტების შესრულების შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 7 სექტემბერი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
- ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები