ჩაბარების ვადა:
11 სექტემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7557 - ტენდერი პრომო ზონების ბრენდირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პრომო ზონების ბრენდირებაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით, რაოდენობებით, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება.
- საბეჭდი ლინკი: https://we.tl/t-ynamKdvwh2;
- თანდართულ ლინკში მითითებულია საბეჭდი მასალების ზომები და ფოტოები;
- ექსელის ცხრილში ჩამოთვლილი მასალის ბეჭდვა/მონტაჟი მაღაზიებში.
- სააქციო პალეტი, ხილ-ბოსტნის პალეტი, ევროპალეტი იფუთება ოთხივე მხრიდან.
ტენდერი შედგება ორი ეტაპისტან:
- ექსელის ცხრილში მოცემული მასალის ბეჭდვა/მონტაჟის ფასების მოწოდება;
- ნიმუშების მოწოდება;
დამატებითი ინფორმაცია:
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში;
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
ელ. ფოსტა: Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები