ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T7691 - ტენდერი ნერგების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს სანიტარი აცხადებს ტენდერს ნერგების შესყიდვაზე ორ ლოტად.

შესასყიდი ნერგების სახეობა და რაოდენობა:

1 ლოტი

ალვის ხის ნერგი 500 ერთეული(Black or Piramidal Poplar)

2 ლოტი

ფიჭვის ხის ნერგი 5000 -6000 ერთეული(Scots Pine)


შესასყიდი ნერგების აღწერილობა და მოთხოვნები:
ლოტი 1 და ლოტი 2:

  • ნერგების სიმაღლე უნდა იყოს 80-150 სმ
  • დიამეტრი ხის ფესვების ზემოთ უნდა იყოს 25 მმ
  • ფესვები და ტოტები ჯანმრთელი
  • ნერგების თავი უნდა იყოს საღი

ნერგის სიმაღლე იანგარიშება მიწის ზედაპირიდან მცენარის წვერომდე

ნერგები უნდა იყოს ჯანმრთელი, ასევე უნდა იყოს შეკრული კომით; ფესვთა სისტემა განვითარებული უნდა იყოს ისე, რომ მცენარის ამოღებისას კომი არ იშლებოდეს.

ფესვთა სისტემა ტრანსპორტირებისას უნდა იყოს დანამული და პოლიეთილენის პარკით შეფუთული.

მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ნერგები უნდა იყოს მის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე შემსყიდველთან წარმოდგენილი ნიმუშის იდენტური, როგორც ვიზუალურად, ასევე, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.

წარმოდგენილი ნიმუშის იდენტური, როგორც ვიზუალურად, ასევე, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით

ნერგები მოყვანილ უნდა იყოს სანერგე მეურნეობაში და არ უნდა იყოს ამოღებული ტყიდან.

ტენტერში გამარჯვებულის გამოსავლენად შეფასების კრიტერიუმები იქნება: ფასი 40% და ხარისხი და ვიზუალი 60%.

ნერგების ხარისხის შემოწმება და მიწოდების პირობა:

  • ტენდერის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველი კომპანიის წარმომადგენელი სანერგე მეურნეობაში მოახდენს ნერგების ადგილზე დათვალიერებას და მოთხოვნილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ნერგის ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ აღმოჩენილი წუნდებული ნერგები დაუბრუნოს მომწოდებელ კომპანიას / ფიზიკურ პირს.
  • შემსყიდველი კომპანია იტოვებს უფლებას შესასყიდი ნერგების რაოდენობა დააზუსტოს შესყიდვის პროცესში. 

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ფასები დღგ-ს გარეშე თითოეულ ნერგზე (ერთი ან რამოდენიმე ლოტისთვის)
  • სასურველია წარმოშობის და ხარისხის სერთიფიკატები.
  • ამონაწერი  სამეწარმეო რეესტრიდან ან პირადობის მოწმობის ასლი ფიზიკური პირის შემთხვევაში.

სატენდერო წინადადების წარდგენა და ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 02.10.2020 წლის 15:00 საათამდე.
  • ელექტრონულად შეთავაზება უნდა გადაიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: marina@sanitary.ge
  • კონვერტით უნდა ჩაბარდეს კომპანია სანიტარის ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი გამარჯვების გზატ N4.
  • შეთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერით და ბეჭდით და ჩადებულ დალუქულ კონვერტში; ასევე შესაძლებელია სატენდერო შეთავაზების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
599 137811
მარინა ჭელიძე
ელ. ფოსტა: marina@sanitary.ge

ხელშეკრულების პირობები შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

ტენდერის კატეგორია:

  • 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები