8 ოქტომბერი 2020, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT7719 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო / შიდა სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო / შიდა სარემონტო სამუშაოებზე.
გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 28 სექტემბერი
- ქვეყანა: საქართველო
- შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
- კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო/შიდა სარემონტო სამუშაოები
- დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
- ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 62.09.60.104 ) სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად.
- პრედენტენტმა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;
- სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით.
- შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს პერიმეტრის და შიდა კედლების გაზობლოკით შევსებას. გარე კედლების დათბურებას (კედლების გასაძლიერებბლად წებოცემენტით ლესვა მინაბოჭკოვანი ბადის გამოყენებით) და სამღებრო სამუშაოებს.
სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
- სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
- სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით;
- სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
- წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.
პრეტენდენტები, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:
- უნდა გააჩნდეთ სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (უკანასკნელ წლებში 2017-2020);
- უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 900 000 - 1 500 000 მილიონი ლარის ღირებულების 2 კონტრაქტი (2017-2020).
პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
- კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
- შევსებული მოცულობათა უწყისი (უწყისი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
- არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
- ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაადგენს დაბალ ფასს, ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.
პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 12 ოქტომბრამდე.
დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა დანართი № 1.
სატენდერო ფაილი იხილეთ თანდართულ ბმულში: https://bit.ly/3kYfN0j
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 08 ოქტომბერი 13:00 საათამდე;
- მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
- დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები