ჩაბარების ვადა:
6 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T7770 - ტენდერი საამქროში საოფისე ფართის მოწყობაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს აქვა გეო აცხადებს ტენდერს საამქროში საოფისე ფართის მოწყობაზე.
საამქროში მოსაწყობი შენობის ტექნიკური დავალება:
- ჩამოსასხმელ საამქროში, რომლის სიმაღლეა 6,0 მეტრი უნდა მოეწყოს სედვიჩპანელებით ორსართულიანი შენობა.
- შენობის ზომებია: სიგრძე 6.0 მეტრი, სიგანე 3.0 მეტრი, სიმაღლე 6.0 მეტრი.
- ორივე სართულის სიმაღლე უნდა იყოს ერთნაირი.
- პირველი სართულის იატაკი და მეორე სართულის ჭერი მზად არის.
- პირველ სართულს უნდა ქონდეს მოკლე გვერდიდან შესასვლელი ერთი მეტალოპლასტმასის კარი 0,9х2,2მ და ორი მეტალოპლასტმასის ფანჯარა (ერთი ფრთის გაღებით) გრძელ მხარეს ზომებით 1,4х1,4მ.
- მეორე სართულს უნდა ქონდეს გრძელი გვერდიდან შესასვლელი ერთი მეტალოპლასტმასის კარი 0,9х2,2მ და ორი მეტალოპლასტმასის ფანჯარა (ერთი ფრთის გაღებით) მეორე გრძელ მხარეს ზომებით 1,4х1,4მ.
- უნდა მოეწყოს მეორე სართულზე ასასვლელი მეტალის კიბე მოაჯირით და ბაქნით ოთახში შესასვლელთან. კიდეების საფეხურები და ბაქანი უნდა შესრულდეს დაღარული ფოლადის ფურცლით.
- მეორე სართულის იატაკზე უნდა დაიგოს ლამინატი.
- მეტალის ყველა დეტალი უნდა შეიღებოს ლურჯი საღებავით.
- შენობისთვის საჭირო სენდვიჩპანელების მიწოდებას უზრუნველყოფს დამკვეთი.
- მისამართი: მცხეთა, სოფ. მისაქციელი.
პროექტის შესრულების ვადა: 2კვირა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 6 ოქტომბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
წარმოების დირექტორი
ვახტანგ შანშიაშვილი
მობ: +995 599 902206
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები