ჩაბარების ვადა:
2 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7787 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე.
ა(ა)იპ “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 8-10 ოქტომბერს გეგმავს გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას. ღონისძიების მონაწილე პირებისთვის საჭიროა სასტუმროს მომსახურება შემდეგი პირობებით:
- 8 ოქტომბერს - 10 სტუმრის განთავსება სასტუმროში. (ერთადგილიან ოთახებში).
კვება: ყავის შესვენება, სადილი, ყავის შესვენება, ვახშამი.
- 9 ოქტომბერს- დამატებით 7 სტუმრის განთავსება სასტუმროში. (ერთადგილიან ოთახებში). ჯამში 17 სტუმარი.
კვება: საუზმე, ყავის შესვენება, სადილი, ყავის შესვენება, ვახშამი.
- 10 ოქტომბერს - კვება: საუზმე, ყავის შესვენება, სადილი.
- 8-10 ოქტომბერი - 20 სტუმარზე გათვალისწინებული საკონფერენციო დარბაზი. (დამატებითი ტექნიკა: პროექტორი, ეკრანი, ფლიპჩარტის დაფა, ფურცლები)
სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში მაგიდებისა და სკამების განლაგება უნდა მოხდეს დისტანციის დაცვით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
- სასტუმრო უნდა ჰქონდეს მაღალი კატეგორიის სტატუსი და მდებარეობდეს თბილისიდან მაქსიმუმ 3 საათის სავალზე.
- სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ტურიზმის უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციებს და სტანდარტებს.
- სასტუმრო ვალდებულია ჰქონდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატი.
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ ფასები დღგ-ს გარეშე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- გთხოვთ, თქვენი შემოთავაზება და თანმდევი დოკუმენტაცია მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტით: procurement@cida.ge 2020 წლის 2 ოქტომბრის 15:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 55100000 სასტუმროს მომსახურება