ჩაბარების ვადა:
        
    15 ოქტომბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT779 - ტენდერი ელექტროქვესადგურის მოწყობაზე
- გამომცხადებელი: მტკვარი ჰესი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 ოქტომბერი 2015 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე მტკვარი ჰესის სამშენებლო მოედანზე ელექტროქვესადგურის მოწყობაზე.
ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ
- სამუშაოს შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
 - სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 20.10.2015
 - ობიექტზე ცხოვრების ხარჯები: ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს პერსონალის დაბინავების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები.
 - სამუშაოების პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
 - ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
ა. ტექნიკური დავალება;
ბ. შპს „ენერგოპროექტი-2009“-ის მიერ დამუშავებული გვირაბისა და ჰესის ნაგებობების მშენებლობისათვის სიმძლავრის გაზრდის პროექტი: 
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
- რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
 - ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
 - ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ;
 - ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
 - სამუშაოების შემსრულებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამონათვალი თანამდებობების მიხედვით. მათი შრომითი გამოცდილება ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით და ობიექტების მითითებით;
 - შესასრულებელი სამუშაოს მეთოდოლოგია და დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
 - სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ოქტომბერი 18:00.
ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.
საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; + 995 32 291 69 49