ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7790 - ტენდერი თერმული ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თერმული ქაღალდის შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდეგი ზომის თერმულ ქაღალდზე: 

  • სიგანე - 57 მმ, სიგრძე - 20 მ (სალარო აპარატებისთვის)
  • სიგანე - 80 მმ, სიგრძე - 65 მ (სასურველია ასევე შემოთავაზებაში იყოს მითითებული ფასი 55 მ და 60 მ რულონებზე) („დეტალური“ თერმული პრინტერებისთვის)
  • სიგანე - 80 მმ, სიგრძე - 180 მ (სალარო აპარატებისთვის)

შემოთავაზებაში უნდა იყოს ინფორმაცია ქაღალდის სისქეზე/გრამაჟზე (gsn/um) და წარმოების ქვეყანაზე.

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
  • საქონლის მიწოდება; 
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2020 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge; ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ტენდერთან დაკავშირებული კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:
კოკა აფციაური
ელ. ფოსტა: koka.aptsiauri@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები