ჩაბარების ვადა:
9 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7792 - ტენდერი ერთ კვირიანი პოსტერის ბეჭდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ერთ კვირიანი პოსტერის ბეჭდვაზე.
საქონლის დასახელება/აღწერა |
ერთი კვირის შეკვეთის რაოდენობა |
ერთეულის ღირებულება დღგ-ეს ჩათვლით |
ჯამური ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით |
A2 პოსტერი |
250 |
- ქაღალდის მასალა – ცარცი, პრიალა;
- ქაღალდის გრამაჟი - 200;
- ბეჭდვა – ორმხრივი;
- ორმაგი წებოვანი ლენტი ზედა და ქვედა მხარეს;
დამატებითი მოთხოვნები:
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების სერვისს ორ ლოკაციაზე (თბილისი, ქუთაისი);
- ბეჭდვა/მოწოდების ვადა უნდა იყოს 1-2 დღე;
- მიუთითეთ გადახდის პირობა;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში
დამატებითი ინფორმაცია:
- შეკვეთა ხდება ყოველკვირეულად;
- ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან, მეორე ეტაპზე შერჩეულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუში;
- სამუშაო ფაილი ნიმუშის სახით შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში;
- შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთი წლის ვადით;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2020 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
ელ. ფოსტა: Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები