ჩაბარების ვადა:

12 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7804 - ტენდერი საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,მეღვინეობა ხარება“ აცხადებს ტენდერს ქ. გურჯაანში სოფ. მუკუზანში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 51.06.55.105) დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით ღვინის სპირტისა და ჭაჭის სახდელი საწარმოს ტექნოლოგიური, არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების შემუშავებასა და საპროექტო სამუშაოების შესაბამისად წარმოებულ სამუშაოებზე არქიტექტურული/საავტორო ზედამხედველობაზე.

პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საპროექტო ფართობი შეადგენს 3300 მ2-ს. 

საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. 

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის ყველა სახის ნებართვისა და ტექნიკური პირობის მიღება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა. 

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. 

პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში მსგავსი სამუშაოების შესრულების შესახებ. 
  • პრეტენდენტის გამოცდილება შეფასდება მის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული/დასრულებული მსგავსი ობიექტის (მაგ.: საწარმოს შენობა-ნაგებობა) და მსგავსი მოცულობებით სამუშაოების შესრულების შესახებ. 
  • ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოცდილების შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტისადმი მოთხოვნებს. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში; 

ანგარიშსწორება იწარმოებს: 

  • კონკრეტული ეტაპის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შესრულებული სამშაოების ღირებულების შესაბამისად. 
  • ანგარიშსწორებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წინასწარი გადახდის მექანიზმი, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 20 %-ის ოდენობით. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარი გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო/სადაზღვევო (გაცემული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან) გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 3 თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. 
  • შენიშვნა: საექსპერტო დასკვნების მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი. 

სამუშაოების შესრულების ვადება:

  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განამვლობაში (გარდა საავტორო ზედამხედველობის სამუშაოებისა, რომელიც გაგრძელდება მშენებლობის მიმდინარეოის დროით). დოკუმენტების მიწოდება დამკვეთისათვის ეტაპობრივად, ტექნიკურ დავალებაში მოცემული ეტაპების (სამუშაოს ნაწილების) შესაბამისად. 
  • მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთისათვის შედეგნილ და გადაცემულ ნებისმიერ დოკუმენტზე/სამუშაოზე ქონებრივი საავტორო უფლებები უნდა უნდა ქონდეს მხოლოდ დამკვეთს. 
  • შენიშვნა: პროექტი წარმოდგენილი უნდა იქნას ალბომის სახით ნაბეჭდი ვერსია A3 ფორმატზე და ელექტრონული ვერსია 4-ეგზემპლარად. 

წინადადებების წარმოდგენა:

  • ტენდერში მონაწილეობის მიზნით, პრეტენდენტმა წინადადება უნდა წარმოადგინოს ტენდერის გამოცხადებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. 

მონაწილეობის მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 

  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • განმარტებითი ბარათი;
  • რეკვიზიტები.
  • განახლებული ამონაწერი საჯარო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ
    პირთა რეესტრიდან;
  • განახლებული ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო
    (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
    შენიშვნა: ცნობები გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს ტენდერის გამოცხადების დღისა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: tenders@winerykhareba.com არაუგვიანეს 2020 წლის 12 ოქტომბრისა 18:00 სთ.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tenders@winerykhareba.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები