ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7814 - ფასთა გამოკითხვა ჰიდრავლიკური ექსკავატორისა და თვითმცლელების შესყიდვაზე 

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ვადა გადაიწია 9 ნოემბერი, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Copper აცხადებს ფასთა გამოკითხვას ჰიდრავლიკური ექსკავატორისა და თვითმცლელების შესყიდვაზე.

  • მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა - იხ. დანართი N2
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება 

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული. 

მონაწილე კომპანიამ უნდა შეავსოს დანართ No 3-ში წარმოდგენილი კომერციული წინადადების ფორმა.

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 9.11.2020

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით) 

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი. 

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი: ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051 

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა