ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7818 - ტენდერი თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო აცხადებს ტენდერს თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობაზე.

ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირებისა და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან და აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ჰუმანიტარული მიდგომა, პატივისცემა, დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა, ჩართულობა , გამჭვირვალობა და პატიოსნება.

2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, რომელიც ფინანსდება  გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტის ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და დევნილთა   საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დევნილ თემებში მცირემასშტაბიანი სათემო პროექტების მხარდაჭერა იგეგმება, კერძოდ, 2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კოდის დევნილთა დასახლებაში მდებარე სათემო ცენტრის მიმდებარედ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: 84.06.38.577)  ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობა და ტერიტორიის შემოღობვა.

  • მოთხოვნა შემოთავაზებაზე (შემდგომში შემოთავაზება) #: ............................
  • შემოთავაზებაზე მოთხოვნის გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 2 ოქტომბერი
  • შემოთავაზებაზე მოთხოვნის დახურვის თარიღი: 2020 წლის 16 ოქტომბერი
  • შემოთავაზებაზე მოთხოვნის დახურვის დრო: 17:00

შემოთავაზების საგანი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: 84.06.38.577) კოდის დევნილთა დასახლებაში, სათემო ცენტრის მიმდებარედ  ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობა და ტერიტორიის შემოღობვა.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ ფას(ებ)ის კვოტირება მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანდართული დოკუმენტების შესაბამისად: დანართი A - დეტალური ბიუჯეტის ფორმა, დანართი B - სამუშაოების შესრულების გრაფიკი, დანართი C-არქიტექტურული გეგმა.

შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.tbs@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. N 37დ, 0179, თბილისი, საქართველო

  • შემოთავაზების ფორმა - სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული; გთხოვთ, არ დაამრგვალოთ თანხა და ყველა გრაფა შეავსოთ.
  • დანართი A - დეტალური ბიუჯეტი ლარში, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული; გთხოვთ, არ დაამრგვალოთ თანხა.
  • დანართი B - სამუშაოების შესრულების გრაფიკი უნდა ასახავდეს სამუშაოების შესრულების განრიგს - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. კვირის რაოდენობების დამატება შესაძლებელია თქვენი 
  • დანართი C-არქიტექტურული გეგმა - არ საჭიროებს ხელმოწერას, მაგრამ იმის ნიშნად, რომ გაეცანით, უკან გამოგზავნილი დოკუმენტაციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

შემოთავაზების ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში, შემომთავაზებელმა შემოთავაზების ფორმა ყველა თანდართული დოკუმენტით უნდა წარმოადგინოს დალუქულ კონვერტში და კონვერტზე მიუთითოს შემომთავაზებელი კომპანიის სახელწოდება და შემოთავაზების ნომერი ...

შემოთავაზების ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) გაგზავნის შემთხვევაში, შემომთავაზებელმა უნდა მიუთითოს შემოთავაზების ნომერი ..... ი-მეილის საგნის ველში.

შემოთავაზების შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე
  • შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 16 ოქტომბერი, 17:00-სთ თბილისის დროით.
  • არასრულად შევსებული, ნაკლული (უნდა იყოს 4 საბუთი) და დაგვიანებული შემოთავაზება არ იქნება განხილული.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები