ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7824 - ფასთა გამოკითხვა ავტომანქანების დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხავს ავტომანქანების დაზღვევაზე, შესაბამისად გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და ველით თქვენს წინადადებებს. 

გთხოვთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული სახით PDF ფორმატში წარმოადგინოთ  არაუგვიანეს 2020 წლის 16 ოქტომბრისა.

ავტომანქანების ჩამონათვალსა და საბაზრო ღირებულებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ მოგვმართოთ მეილზე e.kiria@gm.ge

ჩვენი მოთხოვნებია:

  • ფრანშიზა - სრულიად ნულოვანი;
  • სადაზღვევო ტერიტორია - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი;
  • მესამე პირის წინაშე პასუხიმგებლობის დაზღვევის ლიმიტი - მინიმუმ 10 ათასი აშშ დოლარი;
  • მძღლოლის და მგზავრების უბედრური შემთხვევისგან დაზღვევის ლიმიტი - შემოგვთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი და ავირჩევთ;
  • მძღოლების ტიპი - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ყველა თანამშრომელი;
  • საქართველოს მასშტაბით უფასო ავტო ასისტანსი, მათ შორის ევაკუატორით მომსახურება

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მომწეროთ ზემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები