ჩაბარების ვადა:

19 ოქტომბერი 2020, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T7827 - ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სახურავის კომპლექსური მოწყობის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სახურავის კომპლექსური მოწყობის სამუშაოებზე.

გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 5 ოქტომბერი.

  • ქვეყანა: საქართველო
  • შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
  • კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სახურავის კომპლექსური მოწყობის სამუშაოები;
  • დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
  • ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 62.09.60.104 ) სახურავის მოწყობის კომპლექსური სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;
  • სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით.

შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს სახურავის კომპლექსურ მოწყობას (ხის ანტისეპტირებული კონსტრუქციების მოწყობა, ხის კონსტრუქციების ცეცხლდაცვა, თბოიზოლაცია, ორთქლიზოლაცია, ფერადი პროფილირებული თუნუქის სახურავის მოწყობა (პროფნასტილი), წყალშემკრები ღარების და წყალსაწრეტი ძაბრების და მილების მოწყობა, თოვლის შემაკავებელების მოწყობა და ა.შ.) დასრულებული სახით.

სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „სატენდერო დანართ #1“-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • სახურავის კომპლექსური მოწყობის სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  • სახურავის მოწყობის სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის 15 ნოემბრიდან 2020 წლის 30 დეკემბრამდე ჩათვლით;
  • სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
  • წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • უნდა გააჩნდეთ სახურავის მოწყობის სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);
  • უნდა გააჩნდეთ შესრულებული მინიმუმ 900 000 - 1 500 000 მილიონი ლარის ღირებულების სულ მცირე 2 კონტრაქტი (2017-2020).

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული სახურავის მოწყობის სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაადგენს დაბალ ფასს, ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 22 ოქტომბრამდე.

დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2F7VvlK 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 19 ოქტომბერი 13:00 საათამდე;

  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com  
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები