ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7829 - Procurement of IT Infrastructure

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 13.10.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, აშშ-ს დოლარში. 

სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად);
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება - Procurement of IT Infrastructure
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
  • მიუთითეთ ლოტის ნომერი.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერი: 19.2204.6-004.00 და ნომერი: 91143553

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • ლოტის ნომერი
  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 20.10.2020-სთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.

სხვა პირობები:

  • საქონლის მოწოდების უკიდურესი ვადა: 30.11.2020-ისა.
  • ანაზღაურება: საქონლისა და ორიგინალი ინვოისის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში
  • მიწოდების ადგილი: თბილისი; რუსთავილ ქედა.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები