ჩაბარების ვადა:

14 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7830 - ტენდერი თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევის და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ენერგო-პრო ჯგუფი (შემავალი კომპანიები: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“)  აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიების ჯუფია.  ჯგუფი ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების არეალის მასშტაბით. ენერგო-პრო ჯგუფი ფლობს და ამუშავებს 15  საშუალო  და მცირე ზომის ჰიდრიელექტროსადგურს. 

საქართველოში ჯგუფის დისტრიბუციის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის გარეუბნებს. ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში ემსახურება 1 200 000-ზე  მეტ აბონენტს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-ზე მეტი თანამშრომელი. 

ენერგო-პრო ჯგუფი აცხადებს ტენდერს 5600 – 6000 თანამშრომლის ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თბილისსა და რეგიონებში.

გასაწევი მომსახურების ვადა: 01/01/2021- 31/12/2021  (განიხილება ხელშეკრულების გაფორმება ერთჯრადად,  ერთი წლის ავტომატური ვადის გაგრძელების პირობით).

გთხოვთ, შემოგვთავაზოთ შემდეგი სადაზღვევო პირობები: 

  • ჯანმრთელობის სრული დაზღვევა 5 პოლისის სახით: საბაზისო ქვედა პოლისის ღირებულებას, რომელიც მიმდინარე 2020 წ. შეადგენს - 18 ლარს (ინდივიდუალური პაკეტი) ფარავს კომპანია. დეტალურად იხ. თანდართული ფაილი.
  • ოჯახის წევრების - მეუღლე  და შვილები (მეუღლე ასაკის შეუზღუდავად, შვილები 18 წლის ჩათვლით);
  • ოთხი ტიპის სადაზღვევო პოლისი დამატებითი ოჯახის წევრებისთვის (და-ძმა ოჯახებით, მშობლები, დამატებით ოჯახის წევრების პოლისმა არ უნდა იმოქმედოს / გააუარესოს თანამშრომლების სადაზღვევო პირობები);
  • უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა;
  • სიცოცხლის დაზღვევა;
  • სამოგზაურო დაზღვევა.

აუცილებელი პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანია:

  • სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოყოს ოჯახის ექიმი (5), რომლის კაბინეტიც განთავსდება  კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი) ყოველდღიური სამუშაო გრაფიკით და რეგიონალურ ოფისებში (თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი) წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით (არანაკლებ 10 სთ. კვირაში);
  • სადაზღვევო კომპანიის მომსახურების არეალი უნდა ფარავდეს საქართველოს ყველა რეგიონს - საქართველოს ყველა ქალაქში უნდა ჰყავდეს პროვაიდერი კლინიკები და ოჯახის ექიმი;
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;
  • 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს საბუთების წარდგენიდან (ელექტრონული პლატფორმის საშუალებით) 1 სრულ სამუშაო დღეში;
  • სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოქნილი ელექტრონული სისტემა;
  • კლინიკაში ჩაწერისა და ელექტრონული მიმართვის მოქმედი სისტემა;
  • სააფთიაქო ქსელში გამარტივებული ელექტრონული რეცეპტებით მომსახურების მიღება;
  • საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ან/და მსგავსი შემთხვევებისას ხელშეკრულების პირობები გადახედვას არ დაექვემდებარება და ზემოთხსენებული მიზეზები არ წარმოადგენდეს სადაზღვევო პრემიის გაზრდის ან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს;
  • თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ:
    - კომპანიის მიერ განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის  პოლისები და პირობები
    - გამონაკლისების მაქსიმალური ჩამონათვალი, რომლებიც არ უნდა გაუარესდეს. 

შენიშვნა: სატენდერო წინადადება (პაკეტების სადაზღვევო პრემიები), აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს, მითითებული პირობების და გამონაკლისების მიხედვით, მათში (პირობებში / გამონაკლისებში) რაიმე ცვლილების შეტანის გარეშე.

ასევე, დამატებით შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს გაუმჯობესებული ალტერნატიული პირობა. 

კომპანია იტოვებს უფლებას, განხილულ იქნას მხოლოდ ძირითადი წინადადება.

შემოსული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით;
  • შემოთავაზებული მომსახურეობის დეტალური ჩამონათვალი;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია, აფთიაქებისა და კლინიკების ჩამონათვალი;
  • ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა);
  • კონტრაქტის დრაფტ ვერსია;

სატენდერო მასალები გთხოვთ წარმოადგინოთ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის N19. ასევე გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: tender@energo-pro.ge 

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 14 ოქტომბერი

ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: tender@energo-pro.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები