ჩაბარების ვადა:

12 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T7845 - ტენდერი IT აპარატურის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს IT აპარატურის შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 12 ოქტომბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
ტენდერის ეტაპები ვადა
ტენდერის გამოცხადება
6 ოქტომბერი 2020 წ.
სატენდერო წინადადებების მიღება
12 ოქტომბერი 2020 წ.
გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა
14 ოქტომბერი 2020 წ.
ხელშეკრულების გაფორმება
16 ოქტომბერი 2020 წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები

შესყიდვის ობიექტი: სს „ევექსის ჰოსპიტლები“ -  IT აპარატურის შესყიდვა.

IT აპარატურის   ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვაში .(ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).

  • ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც ტენდერით გათვალისწინებულ ყველა, ისე ცალკეულ პოზიციებზე.

მომსახურების მიწოდების ადგილი:  სს“ევექსის ჰოსპიტლები“ - თბილისი

IT აპარატურის შესყიდვის ტექნიკური დავალება:

  • IT აპარატურის დეტალური აღწერა წარმოდგენილია დანართი #5-ში (ხარჯთაღრიცხვა). IT აპარატურა უნდა იყოს ახალი ან ქარხნულად აღდგენილი და მასზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია.

სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული რაოდენობების და ჩამონათვალის მიხედვით.

საგარანტიო პირობები:

  • შესყიდულ/გამოცვლილ საქონელზე ვრცელდება არაუმეტეს 6 თვე საგარანტიო პერიოდი. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, თუ ადგილზე არის დაზიანებული დეტალი გამოცვლის მაქსიმალური ვადა 3 დღე, ჩამოტანის და შეცვლის მაქსიმალური პერიოდი 15 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.

განსაკუთრებული პირობა:

  • თუ შემსრულებელი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს ზიანს მიაყენებს დამკვეთის ქონებას, დამკვეთი უფლებამოსილია და შემსრულებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
  • იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი დამკვეთთან წერილობითი შეთანხმების გარეშე მოახდენს დამკვეთის თანამშრომლის/პასუხისმგებელი პირის მოტივირებას, მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწნებული მომსახურების სტიმულირება, შემსრულებლის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოსთხოვოს შემსრულებელს გადაიხადოს ჯარიმა ხელშეკრულების სრული ოდენობის.

დამატებითი ინფორმაცია: 

  • გამარჯვებულ კომპანიასთან სს“ევექსის ჰოსპიტლები“ გააფორმებს ხელშეკრულებას.
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში)მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი მომსახურების ფასი
  • მომსახურების მიწოდების პირობა
  • შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

შემსყიდველის ვალდებულებები

შემსყიდველის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;

კონტრაქტორის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი მომსახურების ხარისხზე;

სატენდერო წინადადება

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, მსგავსი მომსახურების სამუშაოებზე აქცენტირებით;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ის სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში;

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა

  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 12 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge

 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 ოქტომბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა