ჩაბარების ვადა:

22 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7862 - სასაწყობე აღჭურვილობის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი საქონელი, დანართი 1-ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 22.10.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ, შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან, სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში.

შემოთავაზების სხვა ვალუტაში გამოგზავნით, მომწოდებელი აცხადებს თანხმობას, რომ მოწოდებული შემოთავაზება დაკონვერტირდება ტენდერის დასრულების თარიღის მომდევნო სამუშაო დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვილით კურსის მიხედვით ლარში. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულება გაფორმდება აღნიშნული გაცვლითი კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
  • კომპანიის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი);
  • ტენდერის დასახელება - “Procurement of warehouse equipment
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერი: 16.2179.6-001.00 და ნომერი: 91143642

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • შეკვეთის შესრულების ვადები;
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 


წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება, სავარაუდოდ, დასრულდება 29.10.2020 -სთვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან. GIZ იტოვებს უფლებას გაასაჯაროვოს ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ.

სხვა პირობები:

  • შემოთავაზება განხილულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მზად არის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს საბანკო გარანტია. პრეტენდენტი ვალდებულია, თანხმობა აღნიშნული გადახდის ფორმაზე დააფიქსიროს მის მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებაში.
  • ანაზღაურება: წინასწარი საბანკო გარანტიის საფუძველზე.
  • საქონლის მიწოდების სასურველი ვადა: 31.01.2021
  • მიწოდების ადგილი: თბილისი, თემქა XI მ/რ III კვარტალი; ფოთი, წმ. გიორგის ქუჩა 24.

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 39100000 ავეჯი
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები