ჩაბარების ვადა:

19 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7880 - ტენდერი ახალგაზრდების კონკურსის („ეს ქვეყანა შენია“) სუპერფინალის ტელე-ვიქტორინის დამზადებასა და სატელევიზიო განთავსებაზე, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ - ფარგლებში

ტენდერის აღწერილობა:

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ახალგაზრდების კონკურსის („ეს ქვეყანა შენია“) სუპერფინალის ტელე-ვიქტორინის დამზადებასა და სატელევიზიო განთავსებაზე, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ - ფარგლებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბრენდი „ეს ქვეყანა შენია“, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში კამპანია, რეგიონულ და ცენტრალურ ტელევიზიებში გადაცემები. კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

კონკურსი „ეს ქვეყანა შენია!“ გაიმართა ახალგაზრდებისთვის (უფროსკლასელებისთვის), მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოვლინდა გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით. თითოეული რეგიონის გამარჯვებული 1 გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონკურსის სუპერ-ფინალში, რომელიც გაიმართება ტელე-ხიდის ფორმატში.

ტენდერი ცხადდება 2 ლოტად.

ლოტი N1
შესყიდვის საგანი:

  • ახალგაზრდების კონკურსისთვის  - „ეს ქვეყანა შენია“- ტელე-ვიქტორინის მომზადება.

შესყიდვის ძირითადი მოთხოვნები:

  • ახალგაზრდების კონკურსის, „ეს ქვეყანა შენიას“, სუპერფინალის ჩატარება ტელე-ვიქტორინის ფორმატში. ვიქტორინის კითხვებსა და შინაარსს უზრუნველყოფს დამკვეთი.
  • ტელე-ვიქტორინას უნდა ჰქონდეს ტელეხიდის სახე. უზურველყოფილი უნდა იყოს 10 რეგიონის და თბილისის გუნდების (5 მოსწავლე და 1 მასწავლებელი) შესაბამისი რეგიონული ტელევიზიის სტუდიაში განთავსება და პირდაპირი ჩართვა თბილისის ცენტრალურ სტუდიასთან, სადაც იქნებიან ვიქტორინის წამყვანი და კონკურსის კომისიის წევრები.
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გუნდების ტრანსპორტირება შესაბამის რეგიონულ ტელევიზიებში შემდეგი ლოკაციებიდან: სამეგრელო-ზემო სვანეთი - ახალაბასთუმანი (ზუგდიდი); გურია - საჭამიასერი (ჩოხატაური); რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - გლოლა (ონი); სამცხე-ჯავახეთი - ვალე; შიდა ქართლი - დოესი (კასპი); მცხეთა-მთიანეთი - მუხრანი; ქვემო ქართლი - ბოლნისი; კახეთი - ახალსოფელი (ყვარელი); 
  • თუ რეგიონში არ არის ადგილობრივი ტელევიზია (მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი), შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ვიქტორინაში მონაწილე გუნდის განთავსება მეზობელი რეგიონის ტელევიზიაში.
  • ვიქტორინა(ტელე-ხიდი) უნდა ჩაიწეროს და მომზადდეს მისი საეთერო ვარიანტი (მონტაჟი, შეფუთვა, კომპიუტერული გრაფიკა). ასევე საჭირო იქნება ვიდეო კითხვების (სავარაუდოდ 5 ვიდეო-კითხვა) წინასწარ გადაღება. 
  • ტელე-ვიქტორინის ქრონომეტრაჟი: 1 საათი და 15 წუთიდან - 1 საათი 30 წუთამდე.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტელე-ვიქტორინის კონცეფცია (სარეჟისორო სცენარის მონახაზი);
  • ტელე-ვიქტორინის გადაღებისა და საეთეროდ მომზადების ბიუჯეტი.

ლოტი N2
შესყიდვის საგანი:

  • ახალგაზრდების კონკურსის, „ეს ქვეყანა შენიას“, სუპერფინალის ტელე-ვიქტორინის ცენტრალური რეიტინგული ტელევიზიის ეთერში განთავსება. (ჩამოთვლილი ტელევიზიებიდან ერთ-ერთში: იმედი, მთავარი არხი, რუსთავი 2, ტვ პირველი, ფორმულა).

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტელე-ვიქტორინის ტელევიზიის ეთერში განთავსების ფასი;
  • ტელე-ვიქტორინის ტელევიზიის ეთერში განთავსების განრიგი;

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის რეკვიზიტები, საკონტაქტო მონაცემები, ასევე კომპანიის მოღვაწეობისა და გამოცდილების შესახებ მოკლე ინფორმაცია.
  • ამონაწერი სამეწარმეო  და არასამეწარმეო რეესტრიდან (ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა).
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერში წარმოდგენილი დოკუმენტაცია დამოწმებული და ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ• სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იტოვებს უფლებას მოითხოვოს ტენდერში მონაწილისგან დამატებითი, დამაზუსტებელი ინფორმაცია ტენდერის მსვლელობის დროს

საკონკურსო განაცხადების განხილვის პროცედურა:

  • საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებს. 

სატენდერო კომისია ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

N1 ლოტი:

  • ტელე-ვიქტორინის კონცეფცია (სარეჟისორო სცენარის მონახაზი) – 50%;
  • ტელე-ვიქტორინის გადაღების და საეთეროდ მომზადების ბიუჯეტი - 50%.

N2 ლოტი:

  • ტელე-ვიქტორინის ტელევიზიის ეთერში განთავსების ფასი – 40%;
  • შემოთავაზებული ტელევიზიის რეიტინგი - 30%.
  • ტელე-ვიქტორინის ტელევიზიის ეთერში განთავსების განრიგი 30%.

ერთ აპლიკანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც ერთ-ერთ ლოტში, ასევე - ორივეში.

სატენდერო დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და წესები:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
  • სატენდერო დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით. ელ–ფოსტა: a.jikia@civilin.org 

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს:
თემურ ჯალიაშვილს
ტელ: 599 759 724.
ელ. ფოსტა: temuri@civilin.org 

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები