27 ოქტომბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT791 - ტენდერი თერმული ქაღალდების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 27 ოქტომბერი 2015 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს თერმული ქაღალდების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
 - სატენდერო წინადადება თანდართული ცხრილის მიხედვით;
 - პროდუქციის ნიმუშები თანდართული ცხრილის მიხედვით;
 - ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
 - ანგარიშსწორების პირობები;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
 
წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
- შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ ცხრილში;
 - საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ცხრილში მითითებული რაოდენობით შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“.
 - მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ფაილში მითითებული თემული ქაღალდის ყველა სახეობის ნიმუში;
 - ბანკისთვის მისაღები ნიმუშის ნახვა, წინასწარ შესაძლებელია. ნიმუშის სანახავად დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პიროვნებას.
 
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 27 ოქტომბერი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი თერმული ქაღალდების შესყიდვაზე).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ზაზა გოგსაძე 599 88 08 17
ირაკლი ადამაშვილი 591 28 42 02
ელ-ფოსტა: Zaza.Gogsadze@libertybank.ge; irakli.adamashvili@libertybank.ge