
30 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7911 - ტენდერი სასხორის კარიერიდან კირქვის ტრანსპორტირებაზე კავთისხევის კარიერზე და კასპის ქარხანაში
ტენდერის აღწერილობა:
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ტენდერს სასხორის კარიერიდან კირქვის ტრანსპორტირებაზე კავთისხევის კარიერზე და კასპის ქარხანაში.
თვითმცლელებით კირქვის გადაზიდვა მოხდება ყოველდღე 24 საათიან გრაფიკში. სასხორი-კასპის 17 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე 4 კილომეტრზე დაგებულია ბეტონის საფარი, ხოლო დანარჩენი 13 კილომეტრზე ხდება კომპანიის საკუთრებაში არსებული საგზაო ტექნიკით გზის მოსწორება. გზის საფარი გრუნტი/ხრეში/საკარიერო გზა.
სასხორი -კასპი (17 კმ ) - სასხორი - კავთისხევი (12 კმ), ჯამური ყოველდღიური გადასაზიდი მოცულობა 1300 ტონა ჯამში.
ფასები უნდა იყოს მოწოდებული და ფიქსირებული ლარში, უნდა შეიცავდეს დღგ-ს, ყველა შესაძლო ხარჯს და გადასახადს რაც დაკავშირებული იქნება 1 ტონა კირქვის ტრანსპორტირებასთან.
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- 1.5 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში (ოქტომბერი 2019 - ოქტომბერი 2020), ბრუნვის მინიმუმ 70%-ს უნდა შეადგენდეს სატვირთო გადაზიდვები ან შიდა საკარიერო გადაზიდვები;
- კომერციულ წინადადებასთან ერთად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკებიდან ერთ-ერთის (,,თიბისი ბანკი“ ,,საქართველოს ბანკი“, ,,ლიბერთი ბანკი“, ,,ბაზის ბანკი“, ვითიბი ბანკი“ პროკრედიტ ბანკი“, ,,ქართუ ბანკი“...) მიერ დადასტურებული „performance guaranty“ (საბანკო გარანტია) 300 000 ლარის ოდენობით. გარანტია ძალაში უნდა იყოს გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
- სარეკომენდაციო წერილები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმთელობის დაცვის მენეჯერი.
სატვირთო მანქანებზე მინიმალური მოთხოვნები:
- სატვირთო მანქანები ადაპტირებული უნდა იყვნენ საკარიერო გადაზიდვებზე;
- თითოეულ სატვირთო მანქანაზე უნდა იყოს მიმაგრებული 3 მძღოლი (24 საათიანი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად);
- დატვირთვა დასაშვებია არაუმეტეს სატვირთო მაქნანის ტექნიკურ პასპორტში მითითებული მაქსიმალური დატვირთვისა.
კვალიფიციურ კომპანიებთან კარიერზე შეხვედრები მოხდება 19-23 ოქტომბერს.
შერჩეულ კომაპნიებთან მოხდება ვიზიტები, საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და გასაუბრება.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 2 წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 30 ოქტომბერი.
- პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა კომპანიები ტენდერში მონაწილების მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე როგორც მომწოდებლები (https://easysupply.bravosolution.com/web/login.html) და გაიარონ წინასწარი კვალიფიკაცია/შეფასება.
- რეგისტრაციის შემდგომ, გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: GEORGE.LOBJANIDZE@HEIDELBERGCEMENT.GE
- ტენდერი ჩატარდება ჰაიდელბერგცემენტის ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლების გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები