ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T7918 - ტენდერი სავაჭრო ცენტრში არსებული საერთო მოხმარების ტუალეტების რეაბილიტაციის განფასების შემოთავაზება ტექნიკური დავალების შესაბამისად

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ სატენდერო განაცხადი.

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი არის სავაჭრო და გასართობი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს თბილისის გასასვლელში. შენობა 4 სართულიანია და შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან).

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს სავაჭრო ცენტრში არსებული საერთო მოხმარების ტუალეტების რეაბილიტაციის განფასების შემოთავაზება ტექნიკური დავალების შესაბამისად.

  • შემოთავაზებასთან ერთად კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის პორთპოლიო და ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ნუსხა.
  • შემოთავაზება უნდა იყოს გამოგზავნილი დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე 05.11.2020 თბილისი დროით 15:00 საათამდე.
  • გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის სახელი, ელ. ფოსტის მისამართი, სასურველი გადახდის პირობა. 

მიწოდების ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი #213 (ყოფილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), 0131 თბილისი, საქართველო. (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ ადმინისტრაცია)
მიმღები: ზურაბ გაჩეჩილაძე

შემოთავაზება შეიძლება იყოს მიღებული ნებისმიერ სამუშაო დღეს ზემოთ აღნიშნული დროის ამოწურვამდე.
წარდგენის შემდეგ კლიენტი ხდება შემოთავაზების ერთადერთი და აბსოლუტური მესაკუთრე და არანაირი დოკუმენტაცია და ინფორმაცია არ უბრუნდება კონკურსის მონაწილეს.

წინადადების ჩაბარებამდე კონკურსის მონაწილეს შეუძლია ფართის დათვალიერება წინასწარ მოთხოვნის გამოგზავნის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
ზაზა აბრამია
E-mail: z.abramia@tbilisimall.com
Tel: +995 599 588 538

კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შესყიდვების დეპარტამენტს:
მირიან კაკაბაძე
E-mail: mkakabadze@tbilisimall.com 
Tel: +995 599 88 54 55 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები