ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T7929 - ტენდერი ნიტრილის და ლატექსის სამედიცინო ხელთათმანების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

„დიპლომატ ჯორჯიას“ აცხადებს ტენდერს კოვიდ 19-ის პირობებში სამედიცინო ხელთათმანების შესყიდვაზე.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ერთ ლოტად:

  • ნიტრილის და ლატექსის, სამედიცინო ხელთათმანების შესყიდვაზე 
    (ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N10).

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 6 თვის განმავლობაში ანალოგიური  მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • მოწოდების ვადა - შეკვეთიდან 5 დღის განმავლობაში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.Tenders.ge 

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2020 წლის 30 ოქტომბერი 17:00 საათი.
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • სამედიცნო ხელთათმანების რაოდენობა შეადგენს თვის ჭრილში 16 000 ცალს, (ტენდერი ცხადდება 3 თვის ვადით, ჯამში 48 0000 ცალი. M ზომა- 7 000 ცალი, L ზომა - 9 000 ცალი).
  • შესყიდვა მოხდება კონსიგნაციით, გადახდის დრო განისაზღვრება, თვის ბოლოს +15 დღე.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს  მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 30 ოქტომბერი 17:00სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ოფის  მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ნინო ბეროზაშვილი
ტელ: +995 598 27 44 26
ელ. ფოსტა: N.berozashvili@diplomat.ge

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ტელ: +995 577 14 44 40
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ოქტომბერი 2020 დრო 16:30
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა