ჩაბარების ვადა:
26 ოქტომბერი 2020, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT7933 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შეყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
GIPA აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის რეგულარულ მიწოდებაზე.
ტენდერის პირობებოი/მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში (ორ sheet-ზე) მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით და სავარაუდო რაოდენობებით, სადაც უნდა მოხდეს ფასების (პრეისკურანტი) და თქვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის მითითება (იხ. თანდართული ფაილი N1);
- წარმოდგენილი ფასები უნდა ითვალისწინებდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
დამატებითი მოთხოვნები:
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ინსტიტუტის წერილობითი შეტყობინებით უფლებამოსილი პირის/პირების მოთხოვნის შესაბამისად საქონლის მიწოდებას შემდეგ ლოკაციებზე:
- გორგასალის ქუჩა #101, თბილისი, საქართველო
- მარი ბროსეს 1, თბილისი, 0108 (+995 322) 49 75 00
- იეთიმ გურჯის ქ. #9, თბილისი, 0105, საქართველო (+995 322) 49 75 00
- მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108 - მოწოდების მაქსიმალური ვადა უნდა იყოს შეკვეთიდან 5 -სამუშაო დღე;
- ექსელის ფაილში (N1) არსებულ დასახელებებზე ფიქსირებული ფასების პრეისკურამტი 1 წლის განმავლობაში, სხვა დანარჩენ საკანცელარიო პროდუქციაზე ონლაინ პორტალზე ფასდაკლება. მიუთითეთ ფასდაკლების პროცენტი;
- ამასთან წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის 15%ზე მეტად გაუფასურების შემთხვევაში შსაძლებელია მოხდეს ფასების კორექტირება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
დამატებითი ინფორმაცია:
- შეკვეთა ხდება ყოველთვიურად თვის 5 დან 10 რიცხვამდე;
- შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთი წლის ვადით;
- სატენდერო წინადადების მოწოდების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით;
- სატენდერო ხელშეკრულების გაფორმდება 2020 წლის 1 ნოემბრიდან
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების კოორდინატორი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2020 წლის 26 ოქტომბერი, 15:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@gipa.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: იეთიმ გურჯის ქ. #9, თბილისი, 0105, საქართველო
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
დავით ნაბორაშვილის
ელ. ფოსტა: tenders@gipa.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა