ჩაბარების ვადა:
31 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7950 - ტენდერი მეორადი ტექნიკის/ინვენტარის რეალიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს მეორადი ინვენტარის რეალიზაციასთან დაკავშირებით და იწვევს ინვენტარის შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
გასაყიდი საქონელი: სხვადასხვა სახეობის ინვენტარი, რომლის დეტალური ჩამონათვალი მოცემულია დანართში №1.
ინვენტარი არის მეორადი-უვარგისი, ნაწილობრივ გამოყენებადი;
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრიორიტეტი მიენიჭება შემსყიდველს, რომელიც მოახდენს ყველა მასალის ერთიან შესყიდვას;
- ინვენტარის გატანა უნდა მოხდეს თავად შემსყიდველის მიერ, სს ბაზისბანკის ტერიტორიიდან: -
ქ. თბილისი, წამებულის №1;
- ქ. თბილისი, ჭავჭავაძის №41
ფასების მოწოდების წესი:
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, გაყიდვის პროცედურის დაწყებამდე.
მომწოდებლის მიერ მოსაწოდებელი დოკუმენტაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია;
- სრულყოფილად შევსებული განფასება დანართი №1-ის მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
- მხოლოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანია იქნება ინფორმირებული ტენდერის შედეგების შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 ოქტომბერი, 18:00 საათი.
- ტენდერთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: tenders@basisbank.ge ან დაგვიკავშირდით: 2 922 9222 (278)
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები