ჩაბარების ვადა:
9 ნოემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7967 - ტენდერი მეორადი საყინულე მაცივრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მეორადი საყინულე მაცივრების შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- მოდელი: AHT/paris
- ზომა: AHT/paris/210 – 2100*850*830
- AHT/paris/185 – 1850*850*830 - გარემო ტემპერატურის დიაპაზონი: +16/+25
- სამუშაო ტემპერატურა: -18/-24
- მაცივრის კომპრესორის მწარმოებელი: Danfoos/secop
- წარმოების თარიღი: არანაკლებ 2009 წ.
- სამუშაო ძაბვა: 230V / 50HZ
დამატებითი პირობები:
- ჩამოდნობის ავტომატური სისტემა
- მაცივრის შიდა ლედ განათება
- სათავსოს ბადე თაროები
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
- 1 წლიანი გარანტია და სერვისი;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 9 ნოემბერი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა