ჩაბარების ვადა:
30 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7983 - ტენდერი თერმო ჭიქების და პლედების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თერმო ჭიქების და პლედების შესყიდვაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით და რაოდენობებით, სადაც უნდა მოხდეს ფასების და თქვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქციის მითითება, გთხოვთ ასევე დაურთოთ ფოტოები შემოთავაზებული პროდუქტების (იხ. თანდართული ექსელის ფაილი);
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
დამატებითი მოთხოვნები:
- თერმო ჭიქის შემთხვევაში გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ბრენდირებით/ბრენდირების გარეშე (ორი ნაბიჯის ლოგო 3X3 ზომით, იხ. მიმაგრებულ ფაილში), როგორც ბეჭდვით, ასევე გრავირებით
- შეკვეთილი პროდუქტების მოწოდების ვადა უნდა იყოს მაქსიმუმ დეკემბრის პირველ კვირამდე (6 დეკემბრის ჩათვლით);
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
ელ. ფოსტა: Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა