2 ნოემბერი 2020, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T7996 - ტენდერი ორგმინის დამცავი მინის დამზადება/მონტაჟის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ორგმინის დამცავი მინის დამზადება/მონტაჟის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
ორგმინის დამცავი მინის დაზადება/მონტაჟი | 16 |
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა, ზომა
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოს ჩატარება ტენდერში მითთებულ ყველა ლოკაციაზე.
- ქარელის იუსტიციის სახლი: 2
- ბორჯომის იუსტიციის სახლი: 2
- ლაგოდეხის იუსტიციის სახლი: 2
- ბოლნისის იუსტიციის სახლი: 2
- ყვარელის იუსტიციის სახლი: 1
- ონის იუსტიციის სახლი: 1
- ხონის იუსტიციის სახლი: 1
- მარტვილის იუსტიციის სახლი: 1
- სენაკის იუსტიციის სახლი: 1
- თიანეთის იუსტიციის სახლი: 1
- ყაზბეგის იუსტიციის სახლი: 1
- მესტიას იუსტიციის სახლი: 1 - ორგმინის დამცავი მინების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს 18 საათის შემდეგ წინასწარ შეთანხმებით.
- ორგმინის ზომა - დანართი N 4 (მოთხოვნილი პროდუქტის ფოტო)
- სიმაღლე 60 სმ.
- სიგრძე - 80 სმ.
- მარჯვენა გვერდის სიღრმე - 17 სმ.
- მარცხენა გვერდის სიღრმე - 17 სმ.
- სარკმელის სიმაღლე - 5 სმ.
- სარკმელი სიგანე - 25 სმ.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 2 ნოემბერი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები